ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა ხვალ გამოცხადდეს

16.06.25 18:49
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა ხვალ გამოცხადდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა ხვალ, 17 ივნისს გამოცხადდეს.

პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიაზე  გამოუცხადებლობის გამო ასამართლებენ. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

ცნობილია, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს უდავოდ გაუხდის.

იმ შემთხვევაში ჯვებე ნაჭყებია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს, ჯაფარიძე იქნება პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო განაჩენი ექნება გამოტანილი.

მსგავსი სიახლეები