საგანგებო დებატები საქართველოზე - რას ითხოვს ევროსაბჭო ივანიშვილის გუნდიდან

16.06.25 20:39
საგანგებო დებატები საქართველოზე - რას ითხოვს ევროსაბჭო ივანიშვილის გუნდიდან

ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და 50-ზე მეტი სინდისის პატიმრის ტყვეობა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს - ამ მოწოდებით საგანგებო დებატებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს. ზაფხულის სესიის დღის წესრიგში მოთხოვნა უკვე ასახულია და ორშაბათს ბიუროს სხდომაზე ალდეს ამ ინიციატივას დიდი ალბათობით საბოლოოდ დაადასტურებენ.

ალდეს გუნდს 33 ქვეყნიდან ასამბლეაში 100-მდე წარმომადგენელი ჰყავს. მათი მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, დებატები ასამბლეის სესიაზე მიმდინარე საქმეების ბლოკში გაიმართება და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციები საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენებენ. ეს იქნება რიგით მესამე დებატები, რომელსაც საქართველოს შესახებ ასამბლეის სხდომათა დარბაზში 46 ქვეყნის წარმომადგენელი გამართავს.

მსჯელობა ქვეყანაში არსებულ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისზე ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ "ქართული ოცნების" მმართველობა საგანგაშოდ შეაფასა და უმწვავესი რეზოლუცია მიიღო. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები - ამ მთავარი ჩანაწერებით დოკუმენტმა სრული უმრავლესობის მხარდაჭერა დაიმსახურა, "ქართულ ოცნებას" რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აპრილამდე მისცა და იქამდე "ოცნების" გუნდის ისედაც შეზღუდული უფლებამოსილება მხოლოდ ფორმალურად ცნო.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები