განაჩენის მოლოდინში - ზურა ჯაფარიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება
სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი იწყება - კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი საკუთარ პროცესს და განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. ამის შესახებ "პირველებთან" ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
"10 წუთის წინ ველაპარაკე ზურა ჯაფარიძე და ის უარს აცხადებს საერთოდ სასამართლოზე გამოცხადებაზე. მისი პოზიციაა, რომ არარ ენდობა სასამართლსო ამთ შორის. მან უყურება პროცესებზ, სადაც იგივე მოსამართლემ (ჯვებე ნაჭყებიამ)არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ, უარს აცხადებს გამოცხადებაზე, თუმცა თანხმობა არის, რომ დავასრულოთ სხდომა, თუმცა ზურაბ ჯაფარიძის გარეშე", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
გაუშვებს თუ არა ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ციხეში ერთი წლით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ უნდა მიიღოს.
ციხის გარდა, მუხლი რომლითაც კოლიაიცია "ცვლილებისთვის" ასამართლებენ ჯარიმასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამის მოლოდინი ადვოკატებს არ აქვთ. პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდნენ ოპოზიციონერები, აქტივისტები და ჯაფარიძის მხადამჭრები.
ცნობილია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდების მხარეს მტკიცებულებებს უდავოდ გაუხდის.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის დევნა 8 პირის მიმართ არის დაწყებული, მათგან 4 მათგანი მოსამართლის გადაწყვეტილებას რუსთავის ციხეში ელოდება.