"ქართული ოცნება" ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

17.06.25 12:17
"ქართული ოცნება" ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით „ოცნების“ პარლამენტს მიმართა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

  • უწყება რომლის ფუნქციაც ეროვნული უსაფრთხობის საკითხების განიხლვა, ოკუპაცია, საფრთხეების პრევენცია და გადაწყვეტილებების მიღება იყო, პირველი სექტემბრიდან აღარ იარესებებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო  2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, "ოცნების"  მთავრობა განახორციელებს. 

  • ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძეა მთავრობის პირველი პირი, მისი მმართველობის პერიოდში უსაფრთხოებსი საბჭოს სხდომა არასდროს შეკრებილა და საბჭოს წევრებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ არასდროს უმსჯელიათ.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა. 

ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნება  სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2018 წლამდე პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ არსებობდა დაქვემდებარებული ორგანო - უშიშროების საბჭო. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის ავტორიც ირაკლი კობახიძე იყო და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უშიშროების საბჭო გაუქმდა. ამის შემდგომ ხელისუფელბის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ "უსაფრხთოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის სფეროში სტრატეგიულ დონეზე გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი შეიქმნა", ამიტომ მაშინ მთავრობამ შექმნა ეროვნული უსაფრთოების საბჭო. ესეც მთავრობის სათათბირო ორგანოა, სადაც მუდმივმოქმედი წევრები იყვნენ შსს-ს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. 

მსგავსი სიახლეები