უბნების დახურვიდან 9 საათი გავიდა - ცესკოს წინასწარი შედეგები არ გამოუქვეყნებია
საარჩევნო უბნების დახურვიდან 9 საათი გავიდა, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
რამდენიმე საათის წინ ცესკომ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან 7-8 საათში, დაახლოებით 3:00 საათზე უნდა გასაჯაროებულიყო.