ევროპულ საბჭოში საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება
მიმდინარე წლის 23 ივნისს ევროპულ საბჭოში საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება - დღის წესრიგში საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე ჩასვეს.
წინასწარი პროგნოზით, საუბარი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იქნება.
მინისტრები იმსჯელებენ, რა ნაბიჯი უნდა გადადგას ევროკავშირმა "ქართული ოცნების" ბოლო დროინდელი პოლიტიკის საპასუხოდ.