კობახიძემ ერთ თვეში ფეისბუქ რეკლამაში 12 ათასი დოლარი დახარჯა
რამდენს ხარჯავენ "ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული facebook გვერდები პიარისთვის - ერთ თვეში, "მეტას" პოლიტიკური ბიბლიოთეკის ანალიზიდან ირკვევა, რომ ფეისბუქ რეკლამებში 100 ათასი დოლარია გადახდილი.
ანალიზმა აჩვენა, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარ თავს არეკლამებს, მთავრობის ადმინისტრაცია ცალკე თავის საქმიანობას.
მხოლოდ კობახიძემ ერთ თვეში ფეისბუქ რეკლამაში, მისი გზავნილების გავრცელების მიზნით, 12, 537 დოლარი დახარჯა. კობახიძის გვერდმა 107 პოსტი დაარეკლამა.
სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ ბიუჯეტის ფულით დასპონსორებული პოსტების უმეტესობა "ოცნების" ლეგიტიმურ ხელისუფლებად წარმოჩენას ემსახურება.
რაც შეეხება "საქართველოს მთავრობას" - მან რეკლამირებისთვის 10 000 დოლარზე მეტი დახარჯა.
მაგალითად, იმის საჩვენებლად, რომ უნგრეთში შეხვედრებს აწყობდა, გვერდმა მიყოლებით 4 პოსტი დაასპონსორა.
მაგალითად, 200 დოლარამდე დაიხარჯა იმის რეკლამირებაში, "როგორ რეკორდულად გაიზარდა ექსპორტი". საბოლოოდ, პოსტი 70 ათასამდე ადამიანმა ნახა.
რეკლამაში ფული გადაიხადეს, რათა ბევრს ენახა ინფორმაცია, იტალიაში ვიზიტის შესახებ.
ჯამში ამ კამპანიისთვის "ქართულმა ოცნებამ" და მასთან დაკავშირებულმა გვერდებმა მხოლოდ ერთ თვეში 100 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს.