საფრთხე "ოცნების" ლიდერებისთვის - ევროკავშირი სავიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს

17.06.25 20:03
საფრთხე "ოცნების" ლიდერებისთვის - ევროკავშირი სავიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობის საგანი ორშაბათს გახდება. ეს საკითხი 23 ივნისის შეხვედრის დღის წესრიგში უკვე ჩასმულია.

"პირველების" ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი თემა ივანიშვილის პარტიაზე ზეწოლის გაძლიერება იქნება. 27-დან რამდენიმე ქვეყანა გეგმავს, დააყენოს საქართველოსთვის უვიზო მიმისვლის შეჩერების საკითხი. 

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმები მარტივდება. ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა თანხმდება, რომ ამ პრივილეგიით ვეღარ უნდა ისარგებლოს იმ ქვეყანამ, რომელიც ადამიანის უფლებების მასოვრივ დარღვევაშია მხილებული და რომელიც ევროკავშირს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში არ არის.

ახალი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი შესაძლებელს ხდის, უვიზო მიმოსვლა არა მთელ ქვეყანას, არამედ "ოცნების" ჩინოვნიკებს შეუჩერდეს , რაც აქამდე შეუძლებელი იყო.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მთავარი მიზეზი შესაძლოა, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა გახდეს. ამიტომ, ბრიუსელის სამიზნე სწორედ ის ჩნოვნიკები არიან, ვინც მათი თქმით, ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო, დაარბია და სცემა მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ივანიშვილის გუნდის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებდნენ.

რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ახლა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ბრიუსელი სავიზო პოლიტიკას ამკაცრებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები