წულუკიანი მეორე წრეზე წავიდა - მამუკა ხაზარაძე კომისიაზე ისევ დაიბარეს
თეა წულუკიანი მეორე წრეზე წავიდა. პარტია "ლელოს" დამფუძნებელს ისევ მობილური აპლიკაცია "სიგნალით" აცნობეს, რომ წულუკიანი იბარებს. ერთ უარი თეა წულუკიანითვის საკმარისი არ აღმოჩნდა, დღეს მიიღო მეორეც. "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ კანონის დარღვევით შექმნილ კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.
კანონის მიხედვით, ხელმოერედ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ხაზარაძის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეუძლიათ, თუმცა პროკურატურა ხელმეორედ გირაოს შუამდგომლობას ვერ დააყენებს.
ხაზარაძის დასკვნითი პროცესი 20 ივნისს არის ჩანიშნული. ამ დღეს ოპოზიციის ლიდერს კომისიაზე პირველად გამოუცხადებლობის გამო გაასამართლებენ. 30- ში კი წულუკიანს ხელმეორედ ჰყავს დაბარებული სადავო პარლამენტში. ხაზარაძის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ სახეზეა პოლიტიკური დევნის გაგრძელება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.