თბილისში "ოცნება" დამარცხდა - ზურა ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თბილისში "ოცნება" დამარცხდა. მისი თქმით, ექნება თუ არა ოპოზიციას საერთო გეგმა, ცნობილი ოფიციალური შედეგების გასაჯაროების შემდეგ გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისში "ოცნება" დამარცხდა, ასე ჩანს. ქვეყნის მასშტაბით შედეგს რაც შეეხება, წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით და მრავალი დარღვევების გათვალისწინებით, მე არ ვთვლი, რომ "ქართულ ოცნებას" 46% აქვს და ეს შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან შედეგად. როდესაც ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება, ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ვნახოთ შეიძლება თუ არა რაიმე საერთო გეგმაზე შეჯერება, თუ არადა, იქნება ინდივიდუალური გეგმები, - თქვა ჯაფარიძემ.