რატომ აუქმებს "ოცნება" ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს?

17.06.25 20:29
რატომ აუქმებს "ოცნება" ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს?

ერთხელ უკვე გაუქმებული და შემდეგ აღდგენილი უსაფრთხოების საბჭო ისევ უქმდება. ირაკლი კობახიძე ლიკვიდაციას უპირებს სათათბირო ორგანოს, რომლის მთავარი ფუნქცია ქვეყანაში უსაფრთხოების გამოწვევების შეფასება და მისი პრევენციის გეგმის დასახვა იყო. სექტემბრიდან ამ ფუნქციას კობახიძის მინისტრთა კაბინეტი შეითავსებს. შესაბამისი კანონის მიღება პარლამენტს უკვე დაევალა. 

თენგიზ შარმანაშვილი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2019 წელს უსაფრთხოების საბჭოს შექმნაზე მუშაობდა. მაშინ "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმებით ქვეყანა საფრთხეებს ვერ უმკლავდებოდა და უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისთვის მისი ხელახლა შექმნა იყო საჭირო. თუმცა, საბჭო ირაკლი კობახიძის მმართველობის დროს, პრაქტიკულად, უფუნქციო გახდა. ამ სათათბირო ორგანოს წევრები უსაფრთხოების გამოწვევებზე სამსჯელოდ არცერთხელ შეკრებილან. 

ისინი, ვისაც ამ ორგანოს გაუქმებაც ახსოვთ და მისი აღდგენაც, იხსენებენ, რომ უსაფრთხოების საბჭოს არც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია განუახლებია. "ქართული ოცნება" ბოლო წლებში თავს არიდებს ისეთი ოფიციალური დოკუმენტების დამტკიცებას, სადაც ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთია წარმოჩენილი. ოკუპანტის ინტერესებს მიაწერენ დღევანდელ გადაწყვეტილებასაც ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ ეს "ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები