პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს

17.06.25 19:36
პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს

“ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ შალვა პაუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ “თუ უვიზო მიმოსვლა შეწყდება, ეს იქნება არასამართლიანი გადაწყვეტილება.“

“როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს“-ამბობს ის.

თუ შევეცდებით ობიექტურად გავაანალიზოთ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს. შეგახსენებთ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებით ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია. დღემდე არ დაუსახელებიათ არც ერთი მუხლი ან საფუძველი, რითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბრიუსელმა ჩვეულებრივად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც არის ორგანიზაციის არასათანადო ქცევა. აქედან გამომიდინარე, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მით უმეტეს, როცა ვხედავთ პარტიულ მიკერძოებებს და მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთი სუბიექტების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები