ეს არის პერსონალური ვენდეტა და პოლიტიკური შურისძიება გიორგი გახარიას წინააღმდეგ-ბერდია სიჭინავა

17.06.25 23:11
ეს არის პერსონალური ვენდეტა და პოლიტიკური შურისძიება გიორგი გახარიას წინააღმდეგ-ბერდია სიჭინავა

“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა, გიორგი გახარიას დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ის რაც დრეს ხდება, “არის პერსონალური ვენდეტა, პოლიტიკური შურისძიება გახარიას წინააღმდეგ.“

სიჭინავას თქმით, ივანიშვილი გახარიას და მისი გუნდის წევრებს, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევებამდე ემუქრებოდა. 

“ეს ფორსირებული წარმოება ამ პროცესის, შეიძლება ემსახურებოდეს სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, გახარიას პოლიტიკურ განეიტრალებას“,-თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“.

ეს არის პერსონალური ვენდეტა, პოლიტიკური შურისძიება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ეს ჯერ კიდევ საპარლამენტო არცევნებამდე იყო დაანონსებული, ბიძინა ივანშვილის იმ ცნობილ ინტერვიუში, სადაც მას და მისი გუნდის წევრებს პირდაპირ გვემუქრებოდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ფორსირებული წარმოება ამ პროცესის, შეიძლება ემსახურებოდეს სხვადასხვა მიზანს, მათ შორის, გახარიას პოლიტიკურ განეიტრალებას, შურისძიებას მის მიმართ და ა. შ. თუმცა, მთავარი აქ და საკვანძო საკითხი ისაა, რომ ისეთ მძიმე ბრალდებებს აჟღერებენ ეს ადამიანები, თავადაც ვერ წარმოდუგენიათ, საკუთარ განაჩენებს, პირდაპირი ფორმით ისტორიულ განაჩენებს აწერენ ეს ადამიანები ხელს,-განაცხადა სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები