ბიძინა ივანიშვილის მიზანია, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლას და პარტიები გააქროს- ბერდია სიჭინავა
ბიძინა ივანიშვილის მიზანია, პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში მოკლას, პარტიები უბრალოდ გააქროს,- ამის შესახებ “გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
სიჭინავა მიიჩნევს, რომ “არჩევნები არის ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ბრძოლაზე უარის თქმა, არის ჩაბარება მტრისთვის, რასაც ის და მისი პარტია ამას არ აპირებენ. “
მისივე თქმით, მათ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და “დაბარებები საგამოძიებო კომისიაზე, სამართლებრივი თუ პოლიტიკური პროცესების აღრევა, ამაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.“
თუ გგონიათ, რომ მისი მიზანია, პატარა ლეგიტიმაციაზე იმუშაოს, ცდებით, ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ ჩვენ. მე ვერ ვხვდები, რა კავშირშია საპარლამენტო ლეგიტიმაციის საკითხი თვითმმართველობის არჩევნებთან. მოხალისე იმაში, რომ დამარცხებულ ომში შევიდეს, არავინაა, მაგრამ ბრძოლაზე უარის თქმა არის ჩაბარება მტრისთვის და მე ამას არ ვაპირებ. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც არც ივანიშვილის მოწყალებაა, არც კობახიძის და არც იმის, პრეზიდენტად გამოცხადებული ადამიანის, გვარი არ მახსოვს. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული პროცესი, როდესაც, 4 წელში ერთხელ, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადსაწყვეტად, ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ წარმომადგენლებს.
ჩვენ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მსგავსი ტიპის ქმედებები, დაბარებები საგამოძიებო კომისიაზე, სამართლებრივი თუ პოლიტიკური პროცესების აღრევა, ამაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს,- განაცხად მან.