"ოცნების" მიზანია რუსეთთან და ჩინეთთან დაახლოება და კავშირების გაწყვეტა დასავლეთთან - ზურაბიშვილი
საფრანგეთში გამართულ სამიტზე ფრანგმა პოლიტიკოსმა საქართველოში ვიზიტი და ირაკლი კობახიძესთან დიალოგი გაიხსენა, სადაც მისი თქმით, "ოცნების" ლიდერმა მათ ხისტად უთხრა, რომ "არავისთან დიალოგს არ საჭიროებენ, რომ "ოცნება" ლეგიტიმურია და ოპოზიცია უნდა გაანადგურონ".
ამასთან, ფრანგი პოლიტიკოსი ამბობს, რომ კობახიძე არც ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა.
არჩევნების შემდეგ ჩვენი ვიზიტის დროს საქართველოში დიალოგის დამყარებას შევეცადეთ, თუმცა "ქართული ოცნებისთვის" ეს სრულიად მიუღებელია.
ამის შესახებ ვისაუბრეთ პრემიერ მინისტრ კობახიძესთან რომელმაც პირდაპირ გვითხრა: „ჩვენ დიალოგი არ გვჭირდება, ჩვენ ვართ არჩეულები, ლეგიტიმურები ვართ. ოპოზიციას განადგურებას შევუდგებით“ - ეს იყო მისი სიტყვები ჩვენს წინაშე.
ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ეს არის დემოკრატია, სადაც საჭიროა უმრავლესობა, ოპოზიცია და დიალოგი. მაგრამ პასუხი იყო: „ჩვენ ვწყვეტთ ამას.“
რა რჩება დღეს? ჩვენ შევთავაზეთ, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, რათა მართლაც ლეგიტიმური გახდეს ხელისუფლება, თუ მათ ეს ლეგიტიმურობა აქვთ? ხოლო არჩევნები უნდა მიმდინარეობდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობით, რათა არჩევნები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. ეს წინადადება კი უარყოფილ იქნა, - თქვა სამიტზე ფარნგმაპოლიტიკოსმა.
პასუხად სალომე ზურაბიშილმა პირდაპირ თქვა, რომ "ოცნების" მიზანი რუსეთთან და ჩინეთთან დაახლოება და დასავლეთისგან იზოლირება წარმოადგენს.
არ ცდილობენ რაიმე გამოსავლის მოძებნას, არ არის ინიციატივა, რომ რამე რეფორმები გაატარონ, რომლებიც დააკმაყოფილებს ევროპელ პარტნიორებს და საშუალება მისცემს, გარკვეულწილად მაინც გააგრძელონ თანამშრომლობა. არა, მათი მთავარი მესიჯი არის: "დაგვტოვეთ მარტო, ნუ შეგვაწუხებთ. ჩვენ საკუთარ გზას გავივლით." ეს პოზიცია სულ უფრო მკვეთრი და მყისიერი ხდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ. მათ სურთ იზოლირება, მიახლოება რუსეთთან, ჩინეთთან და კავშირების გაწყვეტა დასავლეთთან, - თქვა ზურაბიშვილმა.