საქმე, რომელიც კალაძემ დაიწყო, რომ „გაზპრომსა” და „როსნესტზე“ მივბმულიყავით, კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ გრძელდება - სანიკიძე

18.06.25 11:48
საქმე, რომელიც  კალაძემ დაიწყო, რომ „გაზპრომსა” და „როსნესტზე“ მივბმულიყავით, კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ გრძელდება - სანიკიძე

ჩვენ ისევ მთლიანად მიბმული გავხდით საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ნაცვლად იმისა, შევქმნათ დამოუკიდებელი ენერგო სისტემა, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახა კალაძემ, მივბმულიყავით „გაზპრომსა” და „როსნესტზე“, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "მოღალატეობრივი პოლიტიკის" მიზანიც არის საქართველოს ენერგოდამოკიდებულის ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

„ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები ხვდებიან „როსნესტის” წარმომადგენლებს. ადამიანს, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და დასავლური სახელმწიფოების მხრიდან. ეს არის ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი და ჩემი აზრით, ეს არის ცალსახად მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის საქართველოს ენერგოდამოკიდებულის ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმის ნაცვლად, რომ ვცდილობდეთ ამ ვითარებით სარგებლობას და დამოუკიდებელი ენერგო სისტემის შექმნას, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული და 2012 წლებში სწორედ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახა კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით „გაზპრომსა” და „როსნესტზე“, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი, ანდრეი რიუმინი, დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა - საუბარია ოკუპანტი ქვეყნის ენერგეტიკული კომპანია „როსსეტის“ დელეგაციზე.  ინფორმაცია ამის შესახებ თავად რუსულმა კომპანიამ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები