სანქციები მუშაობს, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს - ზურაბიშვილის მიმართვა ევროპელ ლიდერებს

18.06.25 12:00
სანქციები მუშაობს, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს - ზურაბიშვილის მიმართვა ევროპელ ლიდერებს

 

 

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას სთხოვს - ამის შესახებ მან საფრანგეთში გამართულ სამიტზე ისაუბრა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარტნიორებს უთხრა, რომ საქართველოში სანქციები მუშაობს და მოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებზე, არამედ ბიზნეს წრეებზეც.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ევროპელ პოლიტიოსებს მოუწოდა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიმდინარე მოვლენებზე ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ.  

რა შეიძლება, გავაკეთოთ? ახლავე მოქმედებს სანქციები, რომლებიც შედეგს იძლევა. უნდა გადავლახოთ ის აზრი, რომ სანქციები არ მუშაობს ან ხშირად, უაზროა მათი დაწესება, რადგან ეს, ძირითადად, დიდ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთიდა და ჩინეთი, შეეხოთ. საქართველო კი პატარა ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი რესურსები არ აქვს და სჭირდება კავშირი გარე სამყაროსთან, ამიტომ სანქციები ხელისუფლების და ბიზნეს წრისთვის რთულად აღსაქმელია. კარგად იციან რას ნიშნავს ეს და რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მათთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. არსებობს შიში. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ივანიშვილს, რომელიც, სავარაუდოდ, დაცულია თავისი პირადი სიმდიდრით. მან მიიღო კანონი, რომელსაც ოფშორული კნაონი ჰქვია, რაც საშუალებას აძლევს ოფშორული ქვეყნებიდან აქტივების დაბრუნებას საქართველოს ტერიტორიაზე გადასადახის გადახდის გარეშე. საჭიროა სანქციები, ყურადღება და განსაკუთრებით, პოლიტიკური ხედვა. დღემდე ევროკავშირმა არც პოლიტიკურ შეხედულებაზე გამოხატა ერთიანობა და არც შექმნა ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოქმედება რუსეთის მცდელობის წინააღმდეგ, გააძლიეროს გავლენა და ხელახლა აღადგინოს. თუ ევროპასა და შავი ზღვისპირა ქვეყნებს ნამდვილად სურთ შავი ზღვის სტრატეგიის ჩამოყალიბება, ეს სტრატეგია აზრს დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დასავლურ ორბიტაზე არ დაბრუნდება, - თქვა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები