ბრიფინგი: არც გვარამია, არც კოალიცია ცვლილებისთვის წევრები არ აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ მათ

18.06.25 12:26
ბრიფინგი: არც გვარამია, არც კოალიცია ცვლილებისთვის წევრები არ აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ მათ

 

 

ნიკა გვარამია, რომელიც მეორედ დაიბარეს წულუკიანის კომისიაზე, არ აპირებს რეჟიმთან თანამშრომლობას და მისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, ისევე როგორც კოალიციის სხვა ლიდერები - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებების" ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

გუშინ ივანიშვილის რეჟიმის ე.წ.-მა პარლამენტმა მეორედ დაიბარა პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე. პარტია ახალის და კოალიცია ცვლილების ლიდერების პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ცხადია, ისინი ამისათვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ნიკა გვარამია და პარტია ახალი არ აპირებს ითანამშრომლოს ივანიშვილის რეჟიმთან. ჩვენი პირობები არის იგივე, რაც აქვს პროტესტს, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არც ნიკა გვარამია, არც ახალი, არც კოალიცია ცვლილებისთვის წევრები არ აპირებენ ითანამშრომლონ რეჟიმთან და ლეგიტიმაცია მიანიჭონ რეჟიმს. ჩვენ არ ვცნობთ წულუკიანის ფარსს, რომელმაც საბოლოო ჯამში ეს ე.წ. კომისია გამოიყენა იმისათვის, რომ ხაფანგში მოაქციოს ოპოზიცია და აიძულოს უკან დახევა. კოალიცია ცვლილებისთვის და პარტია ახალი არ აპირებს უკან დახევას, არ აპირებს თანამშრომლობას რეჟიმთან და არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას". - თქვა თენგო თევზაძემ.

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. გვარამიამ გირაო არ გადაიხადა და საბოლოოდ, 13 ივნისს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები