ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა და ოქმების გაყალბება - ოპოზიციის თქმით, იმერეთში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა

03.10.21 10:28
ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა და ოქმების გაყალბება - ოპოზიციის თქმით, იმერეთში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა

ოპოზიცია ირწმუნება, რომ იმერეთში თვითმმართველობის არჩევნები ტოტალური დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, მათზე ზეწოლის მცდელობას და უბნებზე ოქმების გაყალბებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თითოეულ ხმას მკაცრად დაიცავენ.

არჩევნები ხარვეზების ფონზე მიმდინარეობდა მთელი დღის მანძილზე. არა ერთი საჩივარი დავწერეთ, მათ შორის, ე.წ. კარუსელის საკითხზე, ასევე, მოსყიდფვის, აგიტაციის საკითხზე. მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოსყიდვაში. თქვენს ტელევიზიითაც გავიდა კადრები, თუ როგორ აძლევს თანხას საარჩევნო უბანზე კეთილმოწყობის სამსახურის მოადგილე, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი. 

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები