"სოლიდარობა მზიას და ყველა პატიმარს" - ევროპარლამენტი ამ წუთებში (ფოტო)
ამ წუთებში, ევროპარლამენტში ევროდეპუტატები დაპატიმრებული ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის და აქციაზე დაკავებული პატიმრების ფოტოებით დგანან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.
"სოლიდარობა მზიას და ყველა პატიმარს" - წერია პლაკატებზე, რომლებიც ევროდეპუტატებს ხელში უჭირავთ. ფოტოებს ადგილიდან "ევროსკოპი ავრცელებს".
- ცნობისთის, დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართება - ცნობილია, რომ განხილვის მთავარი თემა მზია ამაღლობელის საქმე იქნება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა 19 ივნისს იგეგმება. რეზოლუციის ამ დროისთვის არსებულ შეჯერებულ ვარიანტში 8 პუნქტია.
ევროპარლამენტარები რეზოლუციით მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.