EU-ს მაგიდაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი დევს - ნიდერლანდების ელჩი საქართველოში

18.06.25 15:11
EU-ს მაგიდაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი დევს - ნიდერლანდების ელჩი საქართველოში

 

 

ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას განიხილავს  - ამის შესახებ განცხადება თბილისში, ნიდერლანდების ელჩმა გააკეთა. მელინე არაკელიანმა პირდაპირ თქვა, რომ ქევაყანაში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლაა.

დიპლომატმა ასევე ისაუბრა მოქალაქეებზე ძალადობის შემთვევებზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

"ამ ყველაფრის გამო განიხილება ყველა გზა, მათ შორის მაგიდაზე დევს ვიზალიბერალიზაციის საკითხი" - თქვა ელჩმა. 

მიმდინარეობს დისკუსია ბრიუსელში და ევროკავშირში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. საქართველოში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლაა, ადამიანის უფლებების დარღვება, ძალადობა და ამ ყველაფრის გამო განიხილება ყველა შესაძლებლობა, მათ შორის მაგიდაზე დევს ვიზალიბერალიზაციის საკითხი... როგორც იცით, არსებობს პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, ამიტომ ეს განსახილველი საკითხია", - განაცხადა ელჩმა. 

უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმება დღის წესრიგში განსაკუთრებით მას შემდეგ დადგა, რაც ევროპულმა საბჭომ და ევოპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივების საკითხზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.