"ეს არ იყო არჩევნები, ეს არ იყო პოლიტიკა" - ოპოზიცია გურიაში ხმებს სამართლებრივი გზით დაიცავს

03.10.21 10:39
"ეს არ იყო არჩევნები, ეს არ იყო პოლიტიკა" - ოპოზიცია გურიაში ხმებს სამართლებრივი გზით დაიცავს

გურიაში გაყალბებული და მოსყიდული ხმების დაცვას ოპოზიცია სამართლოებრივი გზით აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნები უპრეცენდენტო დარღვევების ფონზე ჩატარდა.

ეს არ იყო არჩევნები, ეს არ იყო პოლიტიკა, ეს არ არიოს არანაირი პროცესი, ეს იყო კანონს და სამართალს მიღმა მდგარი გაუგებარი, ანტისახლემწიფოებრივი და ანტიოზურგეთულური პროცესი. გარდა იმისა, რომ არჩევნების კენჭისყრის პროცედურამდე იყო ძალიან ბევრი შენიშვნა, უტყუარი მტკიცებულებები, 200 ლარის დაპირება - გადახდა მოქალაქეების მოსყიდვისთვის და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ თითონ კენჭისყრის პროცესიც იყო მრავალი კითხვის მატარებელი, - ამბობს ოზურგეთის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ღლონტი. 

 

მსგავსი სიახლეები