"პირველებმა" ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი მოიპოვა - რა წერია დოკუმენტში

18.06.25 15:25
"პირველებმა" ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი მოიპოვა - რა წერია დოკუმენტში

 

 

"პირველებმა" ევროპარლამენტის მიერ დაინიცირებული რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი მოიპოვა. საქართველოს შესახებ დოკუმენტი 7 პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის შეჯერებული და მას ევროეპუტატები კენჭს ხვალ, 19 ივნისს უყრიან.

რეზოლიციით ევროპარლამენტარები გმობენ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე.

დოკუმენტში ასევე საუბარია ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასა და სამართლებრივ დევნაზე და მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და თავისუფლება. 

რეზოლუციით ევროპელი ლიდერები ყველა დაკავებული პოლიტიკოსის და სინდისის პატიმრების უპირობო გათავისუფლებას  და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვენ.

მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ. 

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;
 

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროების გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო; მოუწოდებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, და გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებისთვის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას;

მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ;

ნანობს საბჭო, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივ უმოქმედობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არაერთხელ მოწოდებას წევრი სახელმწიფოების მიმართ, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დემოკრატიული უკუქცევისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, - წერია დოკუმენტში.