საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი "ოცნებაა", კარების დახურვის პოლიტიკის დროა - აუსტრევიჩიუსი

18.06.25 15:46
საქართველოში დემოკრატიულ  უკუსვლაზე პასუხისმგებელი "ოცნებაა",  კარების დახურვის პოლიტიკის დროა - აუსტრევიჩიუსი

 

 

საქართველოში პოლიტიურ უკუსვლაზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსი საუბრობს. ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ გზა, რომელიც ივანიშვილის პარტიამ აირჩია, არა რუსული სტილისმმართელობაა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი მიიჩნევს, რომ დროა, ევროპამ კარი ჩაუკეტოს ქართველ დიპლომატებს და უარი თქვას, ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალური პირების მიღებაზე. 

მე ვხედავ პოლიტიკურ უკუსვლას საქართველოში. ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებელი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ეს არ არის ევროპული გზა, ეს აბსოლუტურად რუსული სტილის მმართველობაა. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.
 

მე შემიძლია, გითხრათ, რომ გასულ კვირას ევროსაბჭომ შეიმუშავა ვიზალიბერალიზციის შეჩერების პროექტი და თუ ამ დოკუმენტს წაიკითხავთ, ყველა პირობა, რომელიც ამ დოკუმენტშია, შეესაბამება იმას, რასაც საქართველოში ვხედავთ. მე მჯერა, რომ ეს ზომები მიღებული იქნება უფრო მეტი პოლიტიკოსის მიმართ. ვფიქრობ, უკვე დროა კარების დახურვის პოლიტიკისა, რომელიც გულისხმობს დიპლომატების მიღებაზე უარის თქმას, ქართულ ოფიციალური პირების არმიღებას ევროპულ სტრუქტრებში. უკვე ამის სწორი დრო მოვიდა.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაფერი კეთდება. ქართველ ხალხს აქ არაფრის გაკეთება შეუძლია. პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი დემოკრატიულ უკუსვლაზე და სწორედ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ სამიზნე ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ, - თქვა აუსტრევიჩიუსმა.