ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აღარ არის - ვის ჩააბარეს ციხეები

18.06.25 16:30
ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აღარ არის - ვის ჩააბარეს ციხეები

ნიკა ცხვარაშვილი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აღარ არის - ამ პოსტზე პაატა სალიამ ბეჟან ობგაიძე წარადგინა.

„ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.