ხატია დეკანოიძე 43. 75%, იოსებ ხახალეიშვილი 41. 86% - ქუთაისში მეორე ტური ჩატარდება

03.10.21 10:48
ხატია დეკანოიძე 43. 75%, იოსებ ხახალეიშვილი 41. 86% - ქუთაისში მეორე ტური ჩატარდება

ქუთაისში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მთავარი კონკურენეტები ხატია დეკანოიძე ენმ-დან , ხოლო "ქართული ოცნებიდან" იოსებ ხახალეიშვილი იქნებიან. დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ფონზე ქვეყნის მეორე დიდი ქალაქში ოპოზიცია ლიდერობს. 

ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ქუთაისში ოპოზიცია გაიმარჯვებს. 

უმნიშნელოვანესი დარღვევები იყო ქუთაისში. ეს დარღვევები იყო: ფულის დარიგება, მათ შორის, კოვიუბნებზე სერიოზული პრობლემა, ამიტომ დავალოდოთ შედეგებს, ჩვენი წარმომადგენლები დგანან, ითვლიან, იცავენ ხმებს. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში იქნება ძალიან კარგი შედეგი, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები