სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

18.06.25 16:49
სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლონდონში იმყოფება.

ზურაბიშვილის ცნობით, ის ლონდონში, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ სტივენ დაუთისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელ, ჰანა შაჰისს შეხვდა.