გამოვავლინეთ 160-მდე დარღვევა - TI

03.10.21 11:16
გამოვავლინეთ 160-მდე დარღვევა - TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც გუშინ ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოიკვეთა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ივნისის თვეში ჩატარებულმა საარჩევნო რეფორმამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ვერ უზრუნველყო. 

საარჩევნო რეფორმის მიერ დასახული ის მიზნები, რომელიც ჩვენ გასულ თვეებში გვქონდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით აი, ამ მიზნების მიღწევისგან კვლავ შორს ვართ. ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ივნისის თვეში არ არის საკმარისი, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო იყოს ჩამოყალიბებული, რეფორმა უნდა გაგრძელდეს. რიგი საჯარო ინსტიტუტებისა, როგორიც არის საგამოძიებო უწყებები, შსს, პროკურატა, სუს-ი, სასამართლო და ა.შ. კვლავ პოლიტიზირებული რჩება და ეს საბოლოო ჯამში იმ შედეგევს გვაძლევს, რომ გვაქვს ის არჩევნები, რომელიც ჩვენი აზრით, არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს ჩვენნაირი ქვეყნისთვის არის სამიზნე.

დღის განმავლობაში დაახლოებით 160-მდე წვრილი  და  მეტნაკლებად მნიშნელოვანი დარღვევების შესახებ გვაცნობეს ჩვენმა დამკვირვებლებმა. დავწერეთ 30 საჩივარი, მარნეულის ორ უბანზე მოვითხოვეთ შედეგების გაუქმება, ვინაიდან იქ ჰქონდა ადგილი რამდენინმემ შემტხვევას, როდესაც ერთი და იგივე აძლევდა რამდენჯერმე ხმას ერთი და იგივე უბანზე. ასევე, უბნის გარეთ ჩვენ ხშირად გვხდებობდა ე.წ. 100 მეტრიანი რადიუსის დარღვევების შემთხვევები, მანქანებში, ან მანქანების გარეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ხშირად მობილიზებული, - განაცხადა TI-ის წარმომადგენელმა.  

მსგავსი სიახლეები