უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - რა დევს EU-ს მაგიდაზე და რა რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება ევროპარლამენტი

18.06.25 20:07
უვიზო რეჟიმი საფრთხეშია - რა დევს EU-ს მაგიდაზე და რა რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება ევროპარლამენტი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია - საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა დღეს დაადასტურა, რომ ბოლო წლების მთავარი მონაპოვარი შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს.

ირაკლი კობახიძე დღეს მხოლოდ იმედებზე საუბრობდა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას არ გააუქმებს. თუმცა მისგან არ მოგვისმენნია არანაირი გეგმა, რას აპირებს "ოცნება" ეს სავალალო შედეგი რომ არ დადგეს.

სავიზო რეჟიმის და სანქციების დაწესებას ითხოვს ევროპარლამენტიც, ოღონდ არა ქართველი ხალხის, არამედ  იმ პირების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაშია მხილებული. 

 2 საათში ევროპელი დეპუტატები საგანგებო რეზულიციის განხილვას დაიწყებენ. ევროპარლამენტი პოლიტიკური პატიმრების  გათავისუფლებას  და რეპრესიული  კანონების უპირობო გაუქმებას ითხოვს. დღეს ბრიუსელში სინდისის პატიმრების სოლიდარობის დღე იყო.  ევროპის პოლიტიკური ცენტრი ციხეში მყოფი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების ფოტოებით იყო სავსე.

ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე გავრცელდეს.

"პირველების" ხელშია რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც ევროდეპუტატები კენჭს ხვალ, დებატების შემდეგ უყრიან. იქამდე კი "ქართულ ოცნებას" უმწვავესი განცხადებების მოსმენა მოუწევს. რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათვაისუფლოს რეჟიმის ყველა პატიმარი და უკან გაიწვიოს დრაკონული კანონები.

ვრცლად ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში