მთავარი პროკურორის ერთ კაციან არჩევნებში გამარჯვებული გამოვლინდა

18.06.25 19:49
მთავარი პროკურორის ერთ კაციან არჩევნებში გამარჯვებული გამოვლინდა

საპროკურორო საბჭომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი გვარაკიძე აირჩია. საბჭოს სხდომა დღეს 18 ივნისს გაიმართა.

დასახელებული იყო სულ ერთი კანდიდატი -  საქართველოს მთავარი პროკურორის მოქმედი პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე და საბჭოს წევრებმაც ხმათა უმრაველესობით გვარაკიძის კანდიდატურა აირჩიეს.

გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.