"სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო" - კობახიძე კრიტიკულ ტელევიზიებს

03.10.21 11:44
"სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო" - კობახიძე კრიტიკულ ტელევიზიებს

სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო, - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ კრიტიკული ტელევიზიის წარმომადგენლებს. კობახიძის თქმით, ოპოზიციამ და აღნიშნულმა ტელევიზიებმა არჩევნები მძიმედ წააგო. 

მოდით, წაგებას სახეს ნუ დაგაკარგვინებთ. ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში, ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, თქვენი ბელადი არიც ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო,  - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები