საქართველო თავბრუდამხვევი სისწრაფით უფსკრულისკენ მიემართება - თამარ გუგულაშვილი
5-მა უდიდესმა ჯგუფმა არჩია, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში ემსჯელა, რადგან მედიის სიტუაცია საქართველოში არის კატასტროფული, - ამის შესახებ "მწვანეთა პარტიიდან" ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველმა, თამარ გუგულაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო წარსულში EU-ს კანდიდატ ქვეყნებს შორის რეფორმების განხორციელებაში ლიდერი იყო, თუმცა ახლა ქვეყანა "თავბრუდამხვევი სისწრაფით უფსკრულისკენ" მიემართება.
5-მა უდიდესმა ჯგუფმა არჩია (რომ საქართველოს შესახებ ემსჯელა), რადგან მედიის სიტუაცია საქართველოში არის კატასტროფული და ეს სიტუაცია გამოწვეულია მთავრობის მიერ თავისუფალი მედიის მოკვლის მცდელობისგან. თავისუფალ სამყაროს ესმის, რომ მედიის გაქრობით დემოკრატიის ბოლო საყრდენი ქრება. ეს მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან კანდიდატ ქვეყანას ეხება, რომელიც რეფორმებში ლიდერი იყო. ეს ემართება ქვეყანას, რომელიც თავბრუდამხვევი სისწრაფით მიდის უფსკრულისკენ". - განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და საქართველოში მედიის მგომარეობის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.