საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს საკადრისი პასუხი გასცა - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მხარდამჭერებს თვითმმართელობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში, მმართველი გუნდის კანდიდატების გამარჯვებას დაპირდა. ირაკლი კობახიძემ ასევე, კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წარმომადგენლები სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებად მოიხსენია.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ "ქართული ოცნების" გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება უნდა იყოს საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება. წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად. ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი, თქვენც იგულისხმებით, რა თქმა უნდა, ამაში. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში, კიდევ ერთხელ ვულოცავთ საზოგადოებას ჩვენს საერთო გამარჯვებას, - განაცხადა კობახიძემ.