მოსამართლე თეთრაულმა ელენე ხოშტარია 4000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

19.06.25 10:38
მოსამართლე თეთრაულმა ელენე ხოშტარია 4000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

სასამართლომ ელენე ხოშტარია 4000 ლარით დააჯარიმა -  ჯარიმის გარდა, მოსამართლე დავით თეთრაულმა ოპოზიციონერ ლიდერს იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოართვა. 

დღევანდელ პროცესს არც ელენე ხოშტარია ესრებოდა და არც მისი ადვოკატი. სხდომაზე ასევე არ იყო შსს-ს წარმომადგენელიც. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს მამუკა მდინარაძე ფბ სტატუსის გამო უჩიოდა. 

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.