საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საწყენია, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში და მათ შორის, დედაქალაქში, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საჭიროება გახდა. კობახიძე იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში, დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვებას კახი კალაძე მოიპოვებს.
განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო თბილისში, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოდ მოიგებს ამ არჩევნებს, - ამბობს კობახიძე.