„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო" - ელენე ხოშტარია
„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო" - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მისასამართლოს მიერ დაკისრებული 4000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
„უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ. რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.
სასამართლომ ელენე ხოშტარია 4000 ლარით დააჯარიმა - ჯარიმის გარდა, მოსამართლე დავით თეთრაულმა ოპოზიციონერ ლიდერს იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოართვა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს მამუკა მდინარაძე ფბ სტატუსის გამო უჩიოდა.