ქვეყნის მასშტაბით გამოძიება 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო - შსს
შსს-მ 2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე 16 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ქეთი კოვაზიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული საქმეები ძირითადად სხვა და სხვა რეგიონში ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობის ფაქტებს ეხება. შსს-ს მიერ ასევე, გამოვლენილია საარჩევნო ურნისა და საარჩევნო ჟურნალის დაზიანების და ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტები.
უწყების ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება ასევე, "ქართული ოცნების" კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებ გვერდზე კიბერშეტევის გამო დაიწყო.
3 ოქტომბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართელოს" კუთვნილ საარჩევნო საინფორმაციო ვებ გვერდზეგანხორციელებული კიბდერ შეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ს 285 მუხლის 1 და 286 მუხლის 1 ნაწილით, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
გომალურის უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, არჩევნებმა,საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში ჩაიარა.