რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პოპულარიზაციით იყო დაკავებული

19.06.25 12:57
რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პოპულარიზაციით იყო დაკავებული

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის პოპულარიზაციით იყო დაკავებული.

სოციალურ ქსელში იძებნება რაჟდენ კუპრაშვილის სახელით გამოქვეყნებული არაერთი პოსტი, სადაც კუპრაშვილი მიხეილ სააკაშვილის საჯარო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას პირად გვერდზე აზიარებს. 

2012 წლის 18  ივნისს რაჟდენ კუპრაშვილის სოციალურ ქსელში აზიარებდა მიხეილ სააკაშვილის აქტივობას, რომ მან ყვარელში, მის საკარმიდამო ნაკვეთში, მეზობელ კუკური კურპაშვილთან ერთად ვენახი შეწამლა. 

ანალოგიური პოსტებს აზიარებდა რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წლის 27 მაისსა და 20 ივნისს.

2012 წელის 17 მარტს რაჟდენ კუპრაშვილმა facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის ფოტო, სადაც მესამე პრეზიდენტი სანდა რულოვსთან და ედუჩი სააკაშვილთან ერთად საქართველო რუსეთს შორის გამართულ მატჩს დაესწრო.

კუპრაშვილს არ გამორჩენია ცნობილი ვიდეო სახელწოდებით - "ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხო?". 2012 წლის 22 სექტემბრით დათარიღებული პოსტი კუპრაშვილის facebook კედელზე იძებნება. 

ამ პოსტიდან 21 დღეში, 12 ოქტომბერს კი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები