"შეიძლება მეც რაღაც დავაკელი" - კახა კალაძის პირველი კომენტარი

03.10.21 12:31
"შეიძლება მეც რაღაც დავაკელი" - კახა კალაძის პირველი კომენტარი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცესკოს-პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. კალაძე თბილისის მერობის მეორე ტურში მონაწილეობისთვის მზადყოფნას აცხადებს და მოსახლეობას ზოგიერთი აქტუალური საკითხის უყურადღებოდ დატოვებისთვის ბოდიშს უხდის.

თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ  გამოიწვია ეს შედეგი, პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვა და სხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას. შეიძლება მე რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშ ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას, - განაცხადა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები