ხმაური გიორგი ახობაძის პროცესზე - დაკავებულ ექიმის კითხვას პროკურორი აწყვეტინებს

19.06.25 14:22
ხმაური გიორგი ახობაძის პროცესზე - დაკავებულ ექიმის კითხვას პროკურორი აწყვეტინებს

 

 

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სხდომაზე სამხარაულის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა. 

სწორედ ამ ექსპერტმა ჩაატარა კვლევა იმ პაკეტებზე, რომლებიც გამოძიების ვერსიით, ახობაძის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს და რომელშიც დალუქული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.

ექსპერტთან დღეს კითხვები ჰქოდნათ როგორც ექიმ გიორგი ახობაძეს ისე ადვოკატს, თუმცა ადგილიდან გავრცელებული კადრების თანახმად, პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ყველა კითხვის განრიდებას ითხოვდა და მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიაც შუამდგომლობას უკმაყოფილებდა. 

ადვოკატმა ბიოლოგიურ ექსპერტს ჰკითხა, რამდენად შეიძლებოდა გიორგი ახობაძისგან აღებული ბიოლოგიური მასალა დაეტანათ ხელოვნურად აღნიშნულ პაკეტებზე.

ადვოკატი: ერთ წებოვან ლენტზე, რომელზეც არ არის ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, შეიძლება თუ არა ჩხირიდან მოხვდეს ბიოლოგიური ნიმუში?

ექსპერტი: თეორიულ ალბათობებს და შესაძლებლობებს ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ. 

ექსპერტს კითხვები დაუსვა ასევე ბრალდებულმა გიორგი ახობაძემაც - გამორიცხავთ თუ არა იმის არსებობას, რომ ჩემი ბიოლოგიური მასალა არსებობდეს ჩემს ჯიბეში? თუმცა მას კითხვა პროკურომა გობეჯიშვილმა გააწყვეტინა.

როგორია დნმ-ის აგებულება საერთოდ იცი? - უთხრა ახობაძემ შმაგი გობეჯიშვილს.

სინდისის პატიმარმა დღეს სასამართლოზე პირდაპირ თქვა, რომ მისი ბიოლოგიური მასალის დატანა მოხდა ნივთმტკიცებაზე. 

მათ მოახერხეს ანაბეჭდის გაყალბება, ანუ ბიოლოგიური მასალის ზედ დატანა, შესაბამისად, ეს კითხვები, რომელიც ეხება ბიოლოგიური მასალის მოხვედრას ნივთმტკიცებაზე, ამაზე კომპეტენტური პასუხი აქვს მხოლოდ ექსპერტს. ამიტომ არანაირი მეცადინეობა არ არის აქ, არის კონკრეტული პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული.

  • ქიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს.

მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები