"დარბევამდე, მამუკა ბახტაძე გახარიასთან ერთად იმყოფებოდა, მოხდა შეთანხმება" - დაიბარებენ თუ არა ექსპრემიერს წულუკიანის კომისიაზე

19.06.25 15:47
"დარბევამდე, მამუკა ბახტაძე გახარიასთან ერთად იმყოფებოდა, მოხდა შეთანხმება" - დაიბარებენ თუ არა ექსპრემიერს წულუკიანის კომისიაზე

20 ივნისის საქმე - თეა წულუკიანის კომისიაზე იმჟამინელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი ჭოლაძე გამოიკითხა.

ჭოლაძის მტკიცებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, ვიდრე დარბევა დაიწყებოდა, გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტში,  პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ზვიად ძიძიგურის ოთახში მამუკა ბახტაძეც იმყოფებოდა და სწორედ ის გეგმავდა და აკონტროლებდა სიტუაციას, რა და როგორ უნდა მოხმდარიყო.

ჭოლაძის თქმით, შეთანხმება მოხდა გახარაისა და ბახტაძეს შორის, რომ 20 ივნისს არანაირი სპეციალური საშუალება არ უნდა გამოყენებულიყო, რადგან ამის აუცილებლობა არ იყო. ამ შეთანხმების შემდეგ ბახტაძე მედიასთან გავიდა და განცხადება გააკეთა. 

შევთანხმდით, რომ პრემიერი უნდა გამოსულიყო და მისულიყო იქ შეკრებილ მედია-საშუალებებთან, უნდა მიემართა განცხადებით და დაეწყნარებინა საზოგადოება.

ბახტაძის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არანაირი სპეციალური საშუალებები არ უნდა გამოყენებულიყო, რადგანაც იქ არ იყო ის რაოდენობის ხალხი, რომელსაც სხვა მეთოდებით ვერ გაუმკლავდებოდი. ჩვენ შევთანხმდით ასეთ მესიჯზე - საზოგადოებისთვის უნდა მიემართა პრემიერ-მინისტრს დამაწყნარებელი მესიჯით და შემდეგ უკვე უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ამაზე შევთანხმდით. მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ, რომელიც უთხრა პრემიერ - მინისტრს - „მამუკა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეციალური საშუალების გამოყენებას“. ვიდექით ერთად გახარია, მე, ბატონი პრემიერი, მისი [გახარიას]პრესცენტრის წარმომადგენელი და გარშემო დეპუტატები, მაგრამ ვინმე ამას ისმენდა, არ ისმენდა, ამის თქმა [არ შემიძლია]“-განაცხადა ჭოლაძემ.

ჭოლაძის თქმით, მას შემდეგ რაც 20 ივნისის ღამეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდგომ სროლა დაიწყო, გახარიასა და ბახტაძეს შორის მძიმე საუბარი შედგა.

მამუკა ბახტაძის აპარატის მაშინდელი ხელმძღვანელი ამბობს, რომ გახარიას "აგდებული დამოკიდებულა" ჰქონდა მიმდინარე მოვლენების მიმართ. 

მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ რამოდენიმე წუთში, სანამ მე მივედი ძიძიგურის ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული. გახარია ისევ იმ ოთახში იყო ამ დროს. 

ძალიან მძიმე საუბარი შედგა მამუკა ბახტაძესა და შს მინისტრს შორის. რბილად ვიტყვი, ბახტაძე საყვედურობდა გახარიას, რატომ გააკეთა ეს. 

გახარიამ უპასუხა, მე არაფერ შუაში ვარ, სიტუაცია დაიძაბა და დაიწყეს ოპერაცია. ანუ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. აგდებულად უყურებდა ამ თემას, ნახე ბიჭო რას შვებიანო. ჩემი აზრით, იმდენად არაკომპეტენტურად იყო ეს კაცი იქ მისულიდ ა ეს შემდეგ აღიარა კიდე, ამ ტემას შემდეგ მივუბრუნდები, რომ არასერიოზულად აღიქვამდა იმ პროცესს, რაც იქ ხდებოდა.

წულუკიანმა ჭოლაძეს ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა სიტყვა აგდებულში, რაზეც მან უპასუხა: „ზერელე დამოკიდებულებას საქმის მიმართ, თორემ მისი "კალბოობა" მე იქ არ მინახავს იქ და არც "კალბოი" არ იყო. 

ჭილაძის თქმით, გახარიამ „ყველგან ჩააფლავა“.

„ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ მის სპეცოპერაციებს, „მოდი, დავიწყოთ ბოდიში-დან“ დამთავრებული პანკისის ოპერაციებამდე, ყველგან ჩააფლავა სადაც მივიდა. მე მისი არც მეგობარი ვყოფილვარ, არც მისი მტერი ვყოფილვარ. ჩვენ ერთ გუნდში ვმსახურობდით. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში არ ვიყავი მის მიმართ კეთილგანწყობილი, ეს მე მის მიმართა არასდროს გამომიმჟღავნებია“, - განაცხადა ჭოლაძემ.

ჭოლაძის თქმით, 20 ივნისის ღამეს, ხელისუფლების წევრები, მათ შორის იმ დროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი შეკრებილები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ზვიად ძიძიგურის ოთახში. ჭოლაძის თქმით, ამავე ოთახში იმყოფებოდა გერმანიის მაშინდელი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, რასთან დაკავშირებითაც გახარიას ჰკითხა, თუ რატომ იყო ელჩი პარლამენტში. როგორც ჭოლაძემ განმარტა, ამ კითხვაზე გახარიამ „ცინიკურად უპასუხა“.

„მან როგორც სჩვევია, ცინიკურად მიპასუხა, „რუსთაველზე სეირნობდა და ამოიყვანეს ჩემებმაო“. იქ არ იყო ამის დრო, თუმცა, რას ჰქვია სეირნობდა და ამოიყვანეს... მე მას (ჰუბერტ ქნირშის) გავესაუბრე, ცოტა გაკვირვებული იყო, რა უნდოდა თითქოს მანდ, კითხვებს მისვამდა... იქვე ჰყავდა გახარიას დეპუტატები და ელჩს ეპატიჟებოდა, ჩემი აზრით იმიტომ, რამე რომ მოხდარიყო, ფარად რომ ჰყოლოდა. იქ რომ რამე მომხდარიყო და გერმანიის ელჩს ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა, იქ რომ ხალხი შემოვარდნოდა, რა მოხდებოდა გააზრებული ჰქონდა? არა, იმიტომ, რომ ვენის კონვენცია წაკითხული არ ჰქონდა “, - განაცხადა ჭოლაძემ.