კალაძე ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირს იშვიათად იწვევენ - საპირისპირო წერია ODIHR-ის წერილში

19.06.25 15:59
კალაძე ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირს იშვიათად იწვევენ - საპირისპირო წერია ODIHR-ის წერილში

 

 

ირაკლი კობახიძის მსგავსად, კახა კალაძეც ამტკიცებს, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობა არ არსებობს. 

თბილისის მერი კამერების წინ ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა იშვიათ შემთხვევაში ხდება. 

საპირისპიროს ამტკიცებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადება, რომელც "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.

  • ორგანიზაციის ცნობით, 2002 წლის შემდეგ, ODIHR-ის მისიას რეგულარულად იწვევდნენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად.
  • თავის მხრივ, ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნა თითქმის ყველა ასეთ არჩევნებზე, გარდა ერთისა, სადაც დამკვირვებლად მოწვეული იყო, თუმცა ფინანსური მიზეზების გამო მისია ვერ გამოგზავნა.

დასკვნაში, რომელიც დადო ეუთო/ოდირმა დადო, რა თქმა უნდა, იყო შენიშვნები და ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ ვითვალისწინებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაუმჯობესოთ აღნიშნული მიმართულება, მაგრამ მთელი თვეების განმავლობაში მიდიოდა დისკრედიტაციის კამპანია ეუთო/ოდირის დასკვნის მიმართ არა მხოლოდ თქვენი მხრიდან, არამედ ჩართული იყო ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მაღალი თანამდებობის პირები და გვახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდნენ, ფეხქვეშ იყო გათელილი. 

თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა არ არის იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა, მაგალითად 2021 ახსენეთ თქვენ. შესაბამისად, დღეს მაგის აუცილებლობა არ არის იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციების დასკვნები ფეხქვეშ იყო გათელილი. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ამას იძლევა ქართველი ხალხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, მოწვეული და წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ორგანიზაცია". - განაცხადა კახა კალაძემ. 

"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ გეგმავს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს".  მისივე თქმით, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა.   

მსგავსი სიახლეები