ცესკოს მონაცემებით ზუგდიდში ანზორ მელიამ ლიდერობს
ზუგდიდში, დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება. ცესკომ ხმების ნახევარზე მეტი, - 55.96% დათვალა. შედეგების თანახმად, რეგიონში ანზორ მელია ლიდერობს.
ზუგდიდის შედეგები:
ანზორ მელია (ენმ; ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი) - 47.26%
მამუკა წოწერია (ქართული ოცნება) - 40.75%
გიორგი შენგელია ( საქართველოსთვის) - 11.15%
ილია ჩაჩიბაია (პატრიოტთა ალიანსი) - 0.84%