ვინ რეკავდა "დიფ სთეითიდან" და ვინ პასუხობდა ზარებს" - კომენტარები "ოცნების" თეორიის შემდეგ

19.06.25 18:02
ვინ რეკავდა "დიფ სთეითიდან" და ვინ პასუხობდა ზარებს" - კომენტარები "ოცნების" თეორიის შემდეგ

 

 

ივანიშვილის გუნდის იერიში გიორგი გახარიაზე - ჩორჩანას და 20 ივნისის საქმეების ამოწევის შემდეგ, "პირველები" დაინტერესდა, რატომ მოხდა გახარიას გაპრემიერება, თუ "ოცნება" ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის წინააღმდეგი იყო და 20 ივნისის დარბევებშიც გახარიას ადანაშაულებდა. 

ამ კითხვების დასმის შემდეგ, "ოცნებაში", განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამბობენ, რომ გახარიას გაპრემიერება გარე ძალების ჩარევით მოხდა. ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ ზარი "დიფ სთეითიდან" შემოვიდა.

"პირველების" კორესპოდენტი დაინტერესდა, იყო თუ არა სატელეფონო კონტაქტზე პირადად ბიძინა ივანიშვილი. 

ტელეფონს ვინ იღებდა? პასუხობდა ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებს იღებს. შეიძლება ბიძინა ივანიშვილთანაც იყო ზარი. იყვნენ პრემიერმინისტრები, ერთი, მეორე,  რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებნი იყვნენ და არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც ირაკლი კობახიძეს დაუმალავს, რომ არა მარტო ზარებით, არამედ ლაივ რეჟიმში ეკონტაქტებოდნენ ადამიანები, რომლებიც სწორედ იმ სცენარის შესრულებას ლამობდნენ, რაც ე.წ. დიფ სთეითიდან გააჩნდათ", - აცადებს გია ვოლსკი. 

"პირველების" კითხვაზე - თქვენ ამბობთ, რომ არ გინდოდათ გიორგი გახარიას გაპრემიერება და ამ დროს ზარი შემოვიდა, მაგ დროს ვინ იყო ტელეფონთან? 

მაგ ზარის დროს ვინ იყო ტელეფონთან, არ ვიცი. ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ აუცილებლობა შეიქმნა გიორგი გახარიასთავის ისეთი მექანიზმის ჩამორთმევა, როგორიც არის შინაგან საქმეთა მინისტრობა".- ამბობს ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები