"ოცნებას" ზეიმი ჩაეშალა...გაღიმებული კახი კალაძე სცენაზე დატოვეს - ხატა დეკანოიძე
"ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ზეიმი ჩაეშალა. დეკანოძე მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა.
ისინი მოვიდნენ, მოგვცეს ხმა და აჩვენეს რეჟიმს, რომ დიახ, რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი. მე ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მივირე ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. გუშინ "ქართულ ოცნებას" ჩაეშალა დაწყებული ზეიმი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ჩაეშალა მათი მთელი სტრუქტურა, როდესაც ამბობდნენ, რომ აი, ჩვენ მეორე ტურები არ გვექნება, პირველივე ტურში მოიგებს ყველა თითმმართველ ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში "ქართული ოცნება"და გაგიღებული კახი კალაძე სცენაზე დატოვეს. საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადა, - განაცხადა დეკანოიძემ.
ქუთაისში ხმები 44 %-ია დათვლილი. პირველადი მონაცემებით, ამ ქალაქში ოპოზიციამ "ოცნება" დაამარცხა. ხმების 43. 84% ხატია დეკანოიძეს, ხოლო სახელისუფლებო გუნდის კანდიდატს, ოსებ ხახალეიშვილს 41.53 % აქვს.