ისრაელის საემიგრაციო ბანაკში მყოფი ქართველები შველას ითხოვენ

19.06.25 20:04
ისრაელის საემიგრაციო ბანაკში მყოფი ქართველები შველას ითხოვენ

ისრაელის საემიგრაციო ბანაკში მყოფი ქართველები შველას ითხოვენ - მოქალაქეების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ბოლო სამი კვირაა, ათობით ქართული სადეპორტაციო ბანაკშია მიტოვებული. 

ისრაელის საემიგრაციო  ციხეში  მყოფი  ქართველების ნაწილს პასპორტი აქვს, ნაწილს  არა.

ქართველები გვიყვებიან,  რომ  დაკავებულები  3 კვირაზე მეტი ელოდნენ დროებითი მგზავრობის საბუთს საკონსულოსგან, მთი თქმით, დოკუმენტი არ გასცეს  დროულად და ვერ მოხდა მათი  დეპორტაცია, ახლა საომარი მოქმედებების დროს ციხეში, გაურკვეველი  დროით ჩარჩნენ.  

ირკვევა, რომ  განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რიშონ ლეციონის დროებითი  საემიგრაციო  იზოლატორში, სადაც მსუბუქი  მშენებლობის ოთახებია,  საქართველოს მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები  აქვთ  ხშირ შემთხვევაში, ტანსაცმლის და პირადი  ნივთების გარეშე არიან. 

ისრაელში  მცხოვრები  ქართველები  გვიყვებიან,  რომ   საქართველოს საელჩო ხალხის დახმარებას უბრალოდ ვერ ახერხებს.

ქართველები ისრაელში დახმარებას ითხოვენ - ანა მდივანი დეტალებით

მსგავსი სიახლეები