ევროპარლამენტმა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას მწვანე შუქი აუნთო

19.06.25 20:14
ევროპარლამენტმა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას მწვანე შუქი აუნთო

გზავნილი ქართული ოცნებისთვის და მოთხოვნა ევროკომისიას - ერთი რეზოლუციით ევროპარლამენტმა ივანიშვილის პარტიას მზია ამაღლობელის გათავისუფლება და ევროკავშირის ლიდერებს კი ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება მოითხოვა. დოკუმენტი, რომელიც დღეს 345 ხმით დაამტკიცეს უწვევს გზავნილებს შეიცავს. საუბარია ივანიშვილის პრორუსული სტილის მმართველობაზე და რუსული ხელწერით საქართველოში მედიის განადგურებაზე. ევროკომისია პირობას დებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას და ჟურნალისტების დევნას საქართველოში უპასუხოდ არ დატოვებს. 

აქამდე, ევროპარლამენტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებდა, უარი ეთქვათ რუსულ პოლიტიკაზე და დაბრუნდებოდა ევროპულ გზას, ახლა ეს მოთხოვნა გაქრა. ევრო დეპუტატების  სანქციბით მოქმედების დროა. 

დემოკრატიის აღდგენის ერთადერთი გზა პარტნიორებისთვის ახალი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე გადის. რეზოლუციაში მოხვდა ყველა იმ ჟურნალისტის თუ პოლიტიკური ლიდერის გვარი, ვინც რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 

კენჭისყრა ევროპარლამენტში - ინნა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები