ზარი მითიური ორგანიზაციიდან - ვინ პასუხობდა "დიფ სტეითის" ზარებს "ქართულ ოცნებაში"

19.06.25 20:20
ზარი მითიური ორგანიზაციიდან - ვინ პასუხობდა "დიფ სტეითის" ზარებს "ქართულ ოცნებაში"

"ზარი დიფ სთეითიდან" -  ირაკლი კობახიძე  ამტკიცებს, რომ  გიორგი გახარიას დანიშვნა სწორედ ამ ზარის შემდეგ მოხდა. "ქართული ოცნების" ლიდერის ამ ინტერვიუს შემდეგ "ტვ პირველი" დაინტერესდა, ვინ პასუხობდა "დიფ სთეითის" ზარებს "ქართულ ოცნებაში" და ვინ ასრულებდა "დიფ სთეითისგან" ტელეფონით მიღებულ დავალებებს. 

პარლამენტში ჩაწერილი ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ  ეს არც მეტი არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგანაც გადაწყვეტილების მიმღები პირი სწორედ ის იყო. 

"ქართული ოცნება" აცხადებს რომ დიფ სთეითიდან მათთან ზარი შევიდა და გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის მოითხოვა. ზუსტად ვერ ამბობენ, ვინ იყო უშუალოდ ამ ზარის დროს ტელეფონთან, თუმცა მაშინ, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ბიძინა ივანიშვილი იკავებდა და გიორგი გახარიაც სწორედ ივანიშვილმა წარადგინა პრემიერ მინისტრის თანამამდებობაზე.

გრეძალების კავშირზე გიორგი გახარიასთან დღეს თეა წულუკიანიც საუბრობდა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე წულუკიანი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის დროს, გერმანიის ელჩის ყოფნა გიორგი გახარიასთან ერთად უცხო ძალების გავლენაზე მიუთითებდა.

ჩვენებები გახარიას წინააღმდეგ - ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები