"ოცნებას" ვულოცავ სრულად დისკრედიტირებული ნაცმოძრაობის გაცოცხლებას - ანა ბუჩუკური

03.10.21 13:20
"ოცნებას" ვულოცავ სრულად დისკრედიტირებული ნაცმოძრაობის გაცოცხლებას - ანა ბუჩუკური

პარტია "საქართველოსთვის" წევრი და მცხეთის მერობის კანდიდატი ანა ბუჩუკური "ქართულ ოცნებას" დისკრედიტირენული "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას ულოცავს. მისი თქმით, ხელისუფლება ისე იყო გართული ექსპრემიერის გუნდთან ბრძოლით, რომ ენმ-ს გაცოცხლებაც კი მოახერხეს. 

მათ ვულოცავ, რომ რამდენიმე თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ნაცმოძრაობა გააცოცხლეს იმდენად იყვნენ გართულები ჩვენთან ბრძოლაში, რომ მოახერხეს და ნაცმოძრაობა გააცოცხლეს, ყოჩაღ მათ! დღეს მტავარი დღის წესრიგი ჩვენთვის არის თითოეული ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმის დაცვა, გამოვიყვენებთ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს, დაველდოებით ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, დაველოდებით საჩივრებზე რეაგირებებს და დაველოდებით საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს, - განაცხადა ბუჩუკურმა. 

მსგავსი სიახლეები