საქართველოში რეჟიმმა ოდესღაც აყვავებული დემოკრატია რეპრესიულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია-მაიკლ კარპენტერი
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი სოციალურ პლატფორმა X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ “საქართველოში რეჟიმმა ოდესღაც აყვავებული დემოკრატია რეპრესიულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია“.
კარპენტერის თქმით, “დროა, ევროპელ მეგობრებთან ერთად, საპასუხო ზომების მიღებაზე იმუშავონ“.
ამასობაში, საქართველოში რეჟიმმა ოდესღაც აყვავებული დემოკრატია რეპრესიულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია, რუსეთისა და ჩინეთის სრული მხარდაჭერითა და წახალისებით. აშშ-ის ელჩმა ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა. დროა, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ვიმუშაოთ საპასუხო ზომების მიღებაზე,-წერს კარპენტერი.